მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა აუდიტორულმა ქსელმა, RSM International-მა, შპს „კაპტო ჯგუფი" თავის წევრ კომპანიად აღიარა კავკასიის რეგიონში. აღნიშნული ქმედება RSM International-ის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, განავითაროს მომსახურება კავკასიასა და მოსაზღვრე რეგიონებში.
RSM International მსოფლიოს დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების მსოფლიო მასშტაბის ქსელია. ქსელის წლიური ბრუნვა - 3.9 მილიარდი აშშ დოლარია, რაც მას მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიების ტოპ-ათეულში უმკვიდრებს ადგილს.
“კაპტო ჯგუფი” აერთიანებს საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიებს. ჩვენი სპეციალისტები გამოირჩევიან ღრმა პრაკტიკული ცოდნითა და გამოცდილებით.
ხარისხი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია
კაპტო ჯგუფის შექმნის მისიაც სწორედ ეს არის: საქართველოს ბაზარს მივაწოდოთ მაღალხარისხიანი საკონსულტაციო სერვისი სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ გავფართოვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. კაპტო ჯგუფის სერვის- ცენტრები კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და თელავში.
...ჩვენს სფეროებში უკვე მიღწეული შედეგი, ბიზნესის მართვის გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა – ეს გახლავთ იმის წინაპირობა, რომ ჯგუფის მისია წარმატებით სრულდება.
2009 წელს კაპტო ჯგუფი შევიდა საქართველოს საუკეთესო აუდიტორული ფირმების ტოპ-20-ში (მე-18 ადგილი)
2010 წელს კაპტო ჯგუფი შევიდა საქართველოს საუკეთესო აუდიტორული ფირმების ტოპ-10-ში (მე-10 ადგილი)
კაპტო ჯგუფის მიდგომა მარტივია: ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ბიზნესის წინაშე შეიძლება იდგეს, ერთგვარი შესაძლებლობაცაა. ჩვენ დაგეხმარებით, ეს შესაძლებლობა აღმოაჩინოთ და ახალი გეგმები განხორციელებადი გახადოთ
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სახის სპეციალიზაციაა საჭირო ჩვენი პოტენციური თუ არსებული კლიენტებისთვის. ამიტომ კაპტო ჯგუფში შემავალი კომპანიები საკონსულტაციო მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
|